შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდება

16 მაისი 2018, 00:00 1792 ნახვა

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს  გაიმართება.  სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც საზოგადოების ნდობის მანდატით ისარგებლებს.

დღესვე გაირკვევა, რა მოთხოვნები ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციაზე.  შინაგან საქმეთა მინისტრმა „თეთრი ხმაურის” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაანონსა, რომ   შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი   ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე კი 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. 

ამავე კატეგორიაში