''დასრულდეს სიკეთის სახლის მშენებლობა'' - აქცია თურქეთის საკონსულოსთან

16 მაისი 2018, 00:00 2280 ნახვა

კახაბრის დასახლებაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირისთვის განკუთვნილი 5 სართულიანი სახლის მშენებლობა შეჩერებულია.

პროექტს საქველმოქმედო ფონდი „კეთილისოფლი" ახორციელებს. ფონდის პრეზიდენტი მიშო ტყებუჩავა, ამბობს, რომ კომპანია „მეტრო ჯორჯიამ“ და სასტუმრო „ლეოგრანდმამშენბლობის დაფინანსება საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტეს, თუმცა პირობას არ ასრულებენ და მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია. 

დღეს ფონდის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად, თურქეთის საკონსულოსთან მივიდნენ და აქციის გამართეს. ისინი თურქეთის ახალი კონსულისგან დოკუმენტურ შეთანხმებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა მათთვის საკმარისი არ არის. 

პროექტის მიხედვით, კახაბრის დასახლებაში ხუთსართულიანი სახლი უნდა აიგოს. მშენებლობის დაფინანსების პირობა „მეტრო ჯორჯიამ“ და „ლეოგრანდმა“დადეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში