ტრენინგი გიდებისთვის

16 მაისი 2018, 00:00 1535 ნახვა

ტრენინგები გიდებისთვის. 30-მდე დამწყები და მოქმედი გიდის გადამზადება ბათუმის, ქედისა და მაჭახლის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 1 მაისიდან დაიწყო. ერთთვიანი ტრენინგ-კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, ასევე  ტურისტულ მარშრუტებზე საველე გასვლებს ითვალისწინებს.

ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ. ტრენინგებს ეთნოგრაფები, ისტორიკოსები და პროფესიონალი გიდები ატარებენ. მაისის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური კომისია შეაფასებს. გასულ წელს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 100-მდე გიდი გადამზადდა. 

ამავე კატეგორიაში