''ლეოგრანდის'' საქმეზე ბრალდებული: ცეცხლი შენობაში კუსტარულ საწყობში გაჩნდა

16 მაისი 2018, 00:00 2379 ნახვა

​''ლეოგრანდის'' საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ  უდანაშაულოა, რადგან იმ საწყობს ხელმძღვანელობდა, რომელიც სასტუმროს გარეთ იყო განთავსებული.

რაც შეეხება ადგილს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საწყობი შენობაში კუსტარულად იყო მოწყობილი და მისი კონტროლი ბრალდებულის პასუხისმგებლობა არ იყო.  

თავს უდანაშაულოდ ცნობს ამ საქმეზე მეორე ბრალდებული, სასტუმროს მენეჯერი ფათიჰ იაუზიც.  ​

აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარეს არ წარუდგენია. საკითხი თავად მოსამართლემ დააყენა. 

24 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებულების პროცესს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვება. 

დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 219- და 220- მუხლებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში