ოთხი მუზეუმი გაერთიანდა

16 მაისი 2018, 00:00 2170 ნახვა

''აჭარის მუზეუმი'' _ 4 მუზეუმის ბაზაზე ერთი უწყება იქმნება. მასში ხელოვნების, არქეოლოგიური, ნობელებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები გაერთიანდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ინტეგრაციის მიზეზი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაა. ვინ უხელმძღვანეელბს ''აჭარის მუზეუმს'' ჯერ უცნობია.

განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. დებულების მიხედვით, მმართველს განათლების მინისტრის რეკომენდაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაამტკიცებს. მუზეუმების ხელმძღვანელებს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შეხვდა.

ამავე კატეგორიაში