მარცხის გარეშე - ტოშინოჩინის მეხუთე გამარჯვება

17 მაისი 2018, 00:00 2230 ნახვა

ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოშინოჩინმა იმპერატორის თასის ტიტულის მოსაპოვებლად, ზაფხულის ბაშოს მე-5 თამაში მოიგო. ტოშინოჩინი არც ერთ შებრძოლებაში არ დამარცხებულა. 

ქართველმა მებრძოლმა ამჯერად ბრაზილიელი გილიათი კაისეი დაამარცხა და იმპერატორის თასისკენ 5-დან 5 მოგებით მიიწევს.

ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე მოახერხა მეტოქის მავაშის (ქამრის) აღება და 205 კილოგრამიანი ბრაზილიელის დოჰიოს მიღმა გადაყვანა.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 10 დღე რჩება. დარჩენილი შეხვედრებიდან 5-ის მოგების შემთხვევაში, ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულს მიიღებს, თუმცა მისი ფორმის და ბრწყინვალე სტარტის გათვალისწინებით, სუმოს ექსპერტები ქართველს იმპერატორის თასის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში