ილია მეორე: ''ოჯახი არის სახელმწიფოს და ქვეყნის საფუძველი''

17 მაისი 2018, 00:00 2056 ნახვა

“ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი”, – ამის შესახებ ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფლის ზეცად ამაღლების შესახებ იქადაგა. პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში  ჯვარი დაიწერეს. 

ამავე კატეგორიაში