ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

17 მაისი 2018, 00:00 1679 ნახვა

''ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია'', ''გაიზომე წნევა _ იცოდე შენი წნევის ციფრები''  _ ამ სლოგანით დღეს არტერიული ჰიპერტენზიის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ტარდება. კარდიოლოგები პაციენტებს კონსულტაციებს ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში უწევენ _ დილის 12-დან 16 საათამდე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი და პირველი პოლიკლინიკა.

მედიკოსების განცხადებით, გართულებების თავიდან ასაცილებლად დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია.  პრევენციისთვის კი საჭიროა ფიზიკური აქტივობა, ასევე ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა. არტერიული წნევის დღესთან დაკავშირებით, კონსულტაციები მაისში ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში