ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარაში ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

17 მაისი 2018, 00:00 1773 ნახვა

მსხვილი ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები აჭარას სტუმრობენ. სამდღიანი ვიზიტის მიზანი, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მათ პრეზენტაციის სახით   სამთო,  ეკოტურისტული და საზღვაო ტურისტული პოტენციალი, ასევე  ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ინფოტურის ფარგლებში გიდები  მაჭახელას, მირვეთის, ქედის  ტურისტულ მარშრუტებს გაივლიან. გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს, მონახულებენ მუზეუმებს და ტურისტულ ობიექტებს. 

ამავე კატეგორიაში