საკანონმდებლო ცვლილებები თვითნებურად შესახელებულებისთვის

17 მაისი 2018, 00:00 2496 ნახვა

სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობდნენ - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა. აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში  11 ობიექტში დაახლოებით 5 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს უკანონოდ, 4 000-მდე ადამიანი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს, თუმცა არიან ოჯახები რომლებიც ამ დრომდე ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას.

ამავე კატეგორიაში