აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკი შესაძლოა განახლდეს

18 მაისი 2018, 00:00 2254 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკი შესაძლოა განახლდეს. ახალი მანქანების შეძენის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, ოპოზიციასთან ერთად მიიღებს. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება იგეგმება.

დეპუტატების განცხადებით, რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ბალანსზე არსებული ავტომანქანების უმრავლესობა მოძველებულია და იგი საფრთხეს უქმნის როგორც მანქანით მოსარგებლეს, ასევე გარემოს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ავტომანქანების რემონტზე ყოველწლიურად 100 000-მდე ლარი იხარჯება. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე, დაახლოებით 16 ავტომობილი ირიცხება. აქედან ორი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ემსახურება. ავტომობილებით სარგებლობენ, ასევე კომისიის ხელმძღვანელები, ფრაქციები და საბჭოს აპარატის უფროსი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში