,,ქსოვილი საქართველოდან“ - კვლევა ევროკავშირის კულტმემკვიდრეობის პრიზით დაჯილდოვდა

18 მაისი 2018, 00:00 2361 ნახვა

სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა ,,ქსოვილი საქართველოდან“  ევროპის უმაღლესი ჯილდოს, Europa Nostra–ს გამარჯვებული გახდა.

პროექტის უმთავრესი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ძველი ტრადიციების აღდგენა და თანამედროვე ყოფით ცხოვრებაში მათი დამკვიდრება იყო. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამორჩეული მეცნიერული დატვირთვა შეიძინა. 

პროექტი ხელოვნების სასახლის მიერ, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად.

Europa Nostra გამარჯვებულები გამოვლინდნენ 4 ნომინაციაში - კონსერვაცია; კვლევა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება, სულ – 17 ქვეყნის 29 ლაურეატი.

''კულტურული მემკვიდრეობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ის აშენებს ხიდებს ხალხსა და საზოგადოებას შორის, ისევე, როგორც წარსულსა და მომავალს შორის." - განაცხადა ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩმა.

Europa Nostra–ს პრეზიდენტმა და ოპერის სახელგანთქმულმა მომღერალმა პლასიდო დომინგომ კი თქვა, რომ ,,თითოეული გამარჯვებული პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წარსულის ხსოვნა; ის აწმყოს შეცნობისა და მომავლისკენ სწრაფვის ძირითადი რესურსია. სწორედ ამიტომ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის!“

გამარჯვებულებს ​22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში დააჯილდოებენ. ცერემონიას წარუძღვებიან მაესტრო პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი.

ამავე კატეგორიაში