დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე

19 მაისი 2018, 00:00 1500 ნახვა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავა. უწყების ინფორმაციით,  დმანისის რაიონში მცხოვრებმა პირმა საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა.

მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში