“ცენტრ პოინტის“ დაკავებული თანამშრომლებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

11 ივლისი 2016, 00:00 5430 ნახვა

„ცენტრ პოინტის" ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. მათ ბრალი ამ დრომდე არ აქვთ წარდგენილი. პროკურატურას ბრალის წასაყენებლად ვადა ხვალ ეწურება. სალომე ჩარკვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა გუშინ მოინახულა. მარიკა ფხალაძის განცხადებით, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და დეტალების გაგებას ბრალის წაყენების შემდეგ შეძლებს. ადვოკატის განმარტებით, ჩარკვიანისთვის დაკავების მიზეზი გაუგებარია, რადგან ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მიმდინარე წლის თებერვალში საგამოძიებო უწყებას ჩვენებაც მისცა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმე 2002-2003 წლებს ეხება. 

ამავე კატეგორიაში