ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

21 მაისი 2018, 00:00 2737 ნახვა

ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტები, ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

მედიკოსების განცხადებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებოდათ და მძიმე დაზიანებები არ ჰქონდათ. 

ისინი სამედიცინო დაწესებულებებში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. 

რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში