სოფელ ახალშენის მოსახლეობა ბათუმი ახალშენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობას ითხოვს

21 მაისი 2018, 00:00 2071 ნახვა

 სოფელ ახალშენის მოსახლეობა ბათუმი ახალშენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია გზა დაზიანებულია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად გამართა.

ბათუმის მერიის საქალაქო  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები 15 დღეში დაიწყება. სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი პერიოდულად დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებას ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში