ლონდა თოლორაია: ''პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია''

21 მაისი 2018, 00:00 4051 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წლების განმავლობაში ემუქრებოდა.

დაკავების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ​ლონდა თოლორაიამ ტვ1 ეთერში განაცხადა: "პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია".

ინგა გრიგოლიამ საგამოძიებო უწყებას გუშინ მიმართა.  ჟურნალისტი უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. 

"მე არ მინდა მომკლან! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა'' - აცხადებდა ტელეწამყვანი. 

რამდენიმე წუთის წინ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

''ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა'' - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება  151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში