კანოეს მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა 

21 მაისი 2018, 00:00 2130 ნახვა

უნგრეთში მიმდინარე კანოეს მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ტურნირზე საქართველოს ორი სპორტსმენი, ზაზა ნადირაძე და მურმან მალანია წარმოადგენს. 

200 მეტრიანი სპრინტის ფინალში, ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ზაზა მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო მალანია მე-8 პოზიციას დასჯერდა.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში