მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს

22 მაისი 2018, 00:00 2057 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. წმინდა მღვდელმთავარმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, სადაც ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან მირონი მოდის.

ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართმადიდებლები წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა. 

ამავე კატეგორიაში