კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

22 მაისი 2018, 00:00 5633 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.  გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში  განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე  ბრალდებულმა ბანკში  ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა.

კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს. საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე  დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში