ძლიერი დამწვრობის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა

23 მაისი 2018, 00:00 9449 ნახვა

ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა იყო. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. 

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი. 

შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.  

''ენერგო პრო ჯორჯიამ'' განცხადება იმავე დღეს გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში