''პეპლებიანი'' მაკარონი - ჩამოფასებული თუ გაფუჭებული პროდუქტი?

23 მაისი 2018, 00:00 3035 ნახვა

ბათუმში, სუპერმარკეტ ''ნიკორაში'' მომხმარებელს ფასდაკლების სექციაში გაფუჭებული პროდუქცია მიყიდეს. ერთ-ერთი მომხმარებელი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი ირინა წუწუნავა აღმოჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელში "პეპლებიანი" მაკარონის ფოტო გამოაქვეყნა. 

"მოკლედ, ამ ქვეყანაში კვებაც საშიშია. საღამოს “ნიკორას” მაღაზიაში შევიძინე მაკარონი, რომელიც ჰქონდათ აქციაში 3,25 ნაცვლად 2,59. აღმოჩნდა რომ “პეპლები” აქვს. რა გამოდის ატყუებს მომხმარებელს და ცოტათი ნაკლებ ფასად აძლევს გაფუჭებულ პროდუქციას? უფრო მეტიც, აღმოვაჩინე, რომ პაკეტი ე.წ. სკოჩით იყო გადაწეპებული #ნიკორა#სურსათისუვნებლობისსამსახური

​რა პრინციპით ხდება ამ კონკრეტულ ქსელში მომხმარებლებისთვის ფასდაკლების შეთავაზება, ამ კითხვაზე "ნიკორას" წარმომადგენლებისგან პასუხის მიღება ვცადეთ, თუმცა პიარისა და მარკეტინგის სამსახურის პასუხს ამ დრომდე ველოდებით. 

გვაინტერესებდა, რატომ მოხვდა დახლზე წებოვანი ლენტით დალუქული პროდუქტი, რატომ იყო გაფუჭებული და რამდენად შესაძლებელია ის სხვა ქსელებშიც იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სურსათის უვნებლობის სამსახურსაც დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულ ფაქტს შეისწავლიან. 

ვადაგასული პროდუქტების შესახებ უფრო მეტი იხილეთ აქ. 

წებოვანი ლენტით დალუქული პაკეტი 

 

ამავე კატეგორიაში