ანსამბლი „ელესა“ საგასტროლოდ ემზადება

23 მაისი 2018, 00:00 2444 ნახვა

“ელესა” ესტონეთში მიემგზავრება. ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს კონცერტს გამართავს ტალინში.

ანსამბლის წევრები შეასრულებენ  ქართულ და ესტონურ ჰიმნს,ამასთან ჩაატარებენ ქართული ცეკვების  მასტერ -კლასებს. აღსანიშნავია, რომ “ელესა” ესტონეთში მეორედ მიემგზავრება, პირველად ქართული მუსიკალური ფოლკლორი ევროპელებს 33 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს გააცნო. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში