ქობულეთის ''შუქურა''-''მერანს“ ბათუმის ახალ ბაზაზე უმასპინძლებს

24 მაისი 2018, 00:00 2831 ნახვა

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის XIII ტურის შეხვედრები გაიმართება. ბათუმის „დინამო“ სტუმრად „შევარდენს“ დაუპირისპირდება (17:00), ხოლო ქობულეთის „შუქურა“ დინამოს ახალ ბაზაზე მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.

XIII ტურამდე „დინამო“ 20 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო „შუქურას“ 5 ქულა აქვს და ჩემპიონატში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.

შუქურასა“ და „მერანის“ შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში