ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ​ბაშარულის საქმეების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია - შოთაძე

24 მაისი 2018, 00:00 2136 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეების გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია-განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.  ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საქმეებზე ყველა საჭირო მოქმედებებს ატარებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელშიც ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებიც მოხვდა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ზეპირ მოხსენებას ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე, ხოლო წერილობით ანგარიშს საბჭოს 39-ე სესიაზე წარადგენს.

ამავე კატეგორიაში