ერთი კაცის აქცია - პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა ჩაიხერგა

24 მაისი 2018, 00:00 2244 ნახვა

სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრებმა ნოდარ სოლომონიძემ ერთკაციანი აქცია მოაწყო და ​ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტა.  გზის ჩასახერგად ქვები გამოიყენა და ხელისუფლებას სოფლიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა მოსთხოვა. 

ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით ჩაიკეტა, გზა ქვებისგან სამარშრუტო ტაქსის მგზავრებმა გაათავისუფლეს. 

სოლომონიძე ხულოს ზედამხედველობის სამსახურს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაწმინდონ ტერიტორიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრება.

დღეს აქციაზე ნოდარ სოლომონიძე მარტო იყო. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში