პოლიციამ მოქალაქე მკვლელობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის გამო დააკავა

24 მაისი 2018, 00:00 2372 ნახვა

დღეს, 24 მაისს, სამართალდამცველებმა 44 წლის მამაკაცი ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 2018 წლის 14 მაისს, თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაცის ფლობდა, რომელიც პოლიციას არ შეატყობინა. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში დაკავებულ მამაკაცს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში