კანონპროექტი, რომლითაც შემოქმედს სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა აეკრძალება

24 მაისი 2018, 00:00 1871 ნახვა

კანონპროექტი, რომლის განხილვის დროსაც ჟურნალისტის მიერ გაცხადებულ ფრაზებს მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება - “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი და საფრთხე, რომელსაც ხელოვანები და იურისტები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ხედავენ – ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს – არასამთავრობო სექტორი ღიად და მკაცრად მიუთითებს რომ ეს იქნება ცენზურა.

უფრო მეტიც სახალხო დამცველი შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. არადა მისი ავტორები სწორედ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანით ამართლებენ პროექტის შექმნას და ამტკიცებენ რომ ცენზურა არაფერ შუაშია.

რა შემთხვევებში შესაძლოა გავრცელდეს, ან შესაძლოა გავრცელებულიყო კანონი წარსულსა და მომავალში? 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში