დამოუკიდებლობის დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდები გამოიფინება

25 მაისი 2018, 00:00 5004 ნახვა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 27-ე და დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღი მოქალაქეებს 17 სახეობის ვარდების დასათვალიერებლად ეპატიჟება.  

"ბათუმის ბოტანიკური ბაღი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და 2018 წლის 26 მაისს, 14:00 საათზე, ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე („ვარდნარი“) გეპატიჟებათ ვარდების გამოფენაზე. 
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს დეკორატიულ ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი, ლამაზი და სურნელოვანი ვარდის 17 სახეობა და 145 კულტურული ფორმა. ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში (ზედა პარკი. მუდმივ მოყვავილე სკვერთან), რომელთაგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან: ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები.

უახლოესი შემოსასვლელი უღელტეხილის და „მწვანე კონცხის“ მხრიდან.
26 მაისს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა უფასოა

ამავე კატეგორიაში