სად შეიძლება წახვიდეთ ბათუმში 26 მაისს? - ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

26 მაისი 2018, 00:00 3285 ნახვა

26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად ბათუმში ძირითადი ღონისძიებები "საოცრებათა მოედანზე", ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საოცრებათა პარკის ტერიტორია:

12:00 – 14:00 – პროექტი “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” – მსვლელობა ქალაქში და შოუ.

12:00 – 20:00 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა - ალი და ნინოს
მიმდებარე ტერიტორია.

12:00 – 20:00 – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოფენა – სანაპირო ზოლი ანბანის კოშკის
გასწვრივ.

12:00 – 20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის – 1918–1921 წლების ამსახველი ფოტო გამოფენა.

12:00 – 20:00 – დროშები ჩქარა! ლიტერატურული პერფორმანსი, ლექცია და ფოტო გამოფენა.

12:00 – 20:00 – ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – სანაპირო ზოლი შუქურას გასწვრივ.

12:00 - 18:00 - საბავშვო ღონისძიებები.

14:00 – 18:00 – სპორტული აქტივობები.

17:10 – ფლეშმობი – საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით - ქალთა კამერული გუნდი, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლებისა და სასულე ორკესტრის შესრულებით.

15:00 - ფოლკლორული სცენა შუქურასთან

ანსამბლი განთენიონი ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლები.

18:00 - გალა კონცერტი

ლილე, ნერვოზი, 4 Seasons, Sound Lab, ბენდი ერთად, სოფო ხალვაში, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე.

ამავე კატეგორიაში