პრეზიდენტმა ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

25 მაისი 2018, 00:00 2093 ნახვა

5 წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილს, პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას, მხატვარ-მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა მწერალ გურამ დოჩანაშვილს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილს. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს - თითოეულ გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობით.

ამავე კატეგორიაში