უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

25 მაისი 2018, 00:00 2389 ნახვა

მომდევნო 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, ამინდი გაუმჯობესდება და უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

26 მაისს ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, თუმცა უმეტესად უნალექოდ, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსამდე გათბება.

ხულოსა და გოდერძზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ხულოში +23, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე  +20 გრადუსამდე მოიმატებს. 

იწვიმებს ხანმოკლედ შუახევსა და ქედაშიც. ჰაერი კი 24-25 გრადუსამდე გათბება. 

ხელვაჩაურსა და ქობულეთში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, მაგრამ უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში