#ვემსახურები საქართველოს

26 მაისი 2018, 00:00 2199 ნახვა

საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში გაიმართა ფიცის დადების ცერემონიალი. სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო. თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.

გაუმარჯოს საქართველოს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თქვენ არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – ასე მიულოცეს ქართველებს პრეზიდენტებმა ეროვნული დღესასწაული. მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 7 პრეზიდენტი და 20 მაღალი რანგის დელეგაცია მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში