„თეთრი ხმაურის“ განცხადება

27 მაისი 2018, 00:00 1742 ნახვა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, მათთვის უცნობია შეთანხმების დეტალები.

მათივე განცხადებით, ამ დრომდე არ შემდგარა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრა და თუ კვირის ბოლომდე არ შედგება - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შეწყვეტს მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მოძრაობის მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გაცდეს

ამავე კატეგორიაში