ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება

28 მაისი 2018, 00:00 1373 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყება.  დღეს ერთ-ერთ ბრალდებულს დაკითხავენ, რითაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულდება. შესაძლოა, დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვას. გუშინ კი თბილისში პარლამენტთან მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია – ,,ნუ მომკლავ” გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურისგან მოითხოვეს პასუხები კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორები. ისინი საქმის პროკურორების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვენ.  შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

ამავე კატეგორიაში