ოჯახში ძალადობის 1 986 შემთხვევა აჭარაში

29 მაისი 2018, 00:00 2165 ნახვა

ბოლო 4 წელში  აჭარაში ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა.  მხოლოდ 2017 წელს ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა ათას 986 პირის მიმართ დაიწყო. აჭარის რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქალთა ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკა 2014 წლის შემდეგ თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი. როგორც ,,მთავარს” რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ განუმარტა ყველაზე ხშირია ოჯახში ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები. პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში აღნიშნული დანაშაულის აღსაკვეთად ასევე გაზრდილია საგამოძიებო უწყების მიმართ მსხვერპლთა მიმართვიანობა.

ოჯახში ძალადობის თემაზე, თუ რა ვითარებაა რეგიონში ამ მხრივ პროკურორებმა ინფორმაცია სტუდენტებს მიაწოდეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. საგანმანათლებლო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, ისაუბრეს სტაჟირების პროგარმაზეც, რომელსაც საგამოძიებო უწყება  უკვე 12 წელია ახორციელებს, რომელიც ანაზღაურებადია. ამ დროისთვის სტაჟირებას ბათუმის რაიონულ პროკურატურაში კონკურისის  გზით შერჩეული 2 პირი გადის. 

ამავე კატეგორიაში