აჭარაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ბოლო 4 წელში 4-ჯერ გაიზარდა

29 მაისი 2018, 00:00 2069 ნახვა

აჭარაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაზრდილია - ინფორმაციას აჭარის პროკურატურაში ადასტურებენ, უწყების ინფორმაციით,  2018 წელს ოჯახური ძალადობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება 118 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 53 პირის მიმართ დაიწყო.

გასულ წელს  18 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 10 პირის მიმართ ხორციელდება. 

აჭარის რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკა 2014 წლის შემდეგ  ოთხჯერ არის გაზრდილი,  ყველაზე ხშირია ოჯახში ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის განცხადებით, ბოლო წლებში აღნიშნული დანაშაულის აღსაკვეთად გაზრდილია საგამოძიებო უწყების მიმართ მსხვერპლთა მიმართვიანობაც.

2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1 986 მოძალადის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 

აჭარაში  ოჯახში ძალადობის ფაქტების შესხებ ინფორმაცია  პროკურორებმა სტუდენტებს გააცნეს. საგანმანათლებლო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამაზეც, რომელსაც საგამოძიებო უწყება   12 წელია ახორციელებს, რომელიც აინაზღაურებდია.

ამ დროისთვის სტაჟირებას ბათუმის რაიონულ პროკურატურაში,კონკურსის გზით შერჩეული 2 პირი გადის. 

ამავე კატეგორიაში