სპორტი მთავარში

29 მაისი 2018, 00:00 1938 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის წლევანდელ გამარჯვებულს ფინალური სერიის ბოლო მე-5 მატჩი გამოავლენს. გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქუთაისმა თბილისის დინამოს 63:55 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვებულთგან ყველაზე სასარგებლო დეჟუან რაითი იყო, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა გაიფორმა – 10 ქულა და 14 მოხსნა. ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი, იგივე სუპერფინალი ქუთაისში 30 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტ ვორიორსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. მეომრებმა ნახევარფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტ მატჩში ჰიუსტონში “როკეტსს” 101:92 სძლიეს. ოკლენდელები  დიდ შესვენებაზე 11 ქულას აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში 33:15 იმარჯვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. “გოლდენ სტეიტსკევინ დიურანტმა ულიდერა , რომელმაც 34 ქულა მოაგროვა. 27 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა დააგროვა სტეფ კარიმ. ქართველი ცენტრი კი გუშინ პარკეტზე არ გასულა. ნბა-ს ფინალური სერია 31 მაისს დაიწყება. “კლივლენდისა” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირებაში მოედნის უპირატესობა ოკლენდელებს ექნებათ. 

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში, ევროპის ჩემპიონთა თასზე, ბათუმის დინამოს საპლაჟო ფეხბურთის გუნდმა გერმანიის ჩემპიონი როსტოკის რობენი 5:4 დაამარცხა. გოლები ქოქოლაძემ, ელიოტმა და სუარესმა გაიტანეს.  ბათუმის დინამო, ამ გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონმა მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდა.მომდევნო შეხვედრას ჯგუფურ ეტაპზე დინამო იტალიის ჩემპიონ სანბენედიტესთან ხვალ გამართავს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ინგლისური ლივერპული სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა, მერსესაიდელებმა დღეს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიფორმეს. 24 წლის ფაბინიო ხუთი სეზონის განმავლობაში ფრანგული მონაკოს ღირსებას იცავდა გუნდთან ერთად 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში კი ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადის მიღმა დარჩა. ლივერპულთან გაფორმებული კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. იურგენ კლოპის გუნდს შესაძლოა ამ დღეებში კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატოს საფრანგეთის ჩემპიონატიდან, მერსესადიელები ლიონის ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის შეძენას გეგმავენ. 

ყველის რბოლა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ გლოსტერშირში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე კრის ანდერსონი ამ სახალისო სპორტის სახეობის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, მან 20 წამში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და, ეს მისი 22-ე გამარჯვება იყო. აღსანიშნავია რომ ყველის რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან, რაც შეეხება კრის ანდერსონს მიუხედავად იმისა რომ 22-ედ ერგო მას პრიზის სახით ადგილობრივი წარმოების გლოჩესტერული ყველი, ის მაინც ირწმუნება რომ ჩედარი უფრო უყვარს. 

ამავე კატეგორიაში