ლევან გორგაძე ოძეკი გახდა

30 მაისი 2018, 00:00 2352 ნახვა

ტოკიოში, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ სუმოტორს ოძეკის სტატუსი უკვე ოფიციალურად მიანიჭეს. ტრადიციის თანახმად, დღეს ლევან გორგაძის კლუბს სუმოს ასოციაციის წევრები ესტუმრნენ და მათი დადგენილება გააცნეს.

აღნიშნული დადგენილებით, ტოჩინოშინი დღეიდან ოძეკის პრესტიჟული ტიტულის მატარებელია. ოძეკი ქართულად   ჩემპიონს ნიშნავს და  იგი იოკოძუნას ანუ უძლეველი ჩემპიონის შემდეგ,  სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდებაა.
ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოტორია, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში