აჭარაში ფალსიფიცირებული ლიმონათის დიდი პარტია აღმოაჩინეს - კუსტარული საამქრო დახურეს

30 მაისი 2018, 00:00 2350 ნახვა

აჭარაში სამართალდამცველებმა კუსტარულ საამქროს მიაგნეს, სადაც მოქალაქე ფალსიფიცირებულ ლიმონათს ამზადებდა და ყიდდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში  ლიმონათს აწარმოებდა და სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს, ეტიკეტს იყენებდა" - წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიან სასმელს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დადგინდა, რომ ლიმონათზე დატანებული ეტიკეტის მახასიათებლები არ შეესაბამებოდა შიგთავსს - "შეცვლილია თვისობრიობა". შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია. 

სამართალდამცველებმა საამქროდან ფალსიფიცირებული ლიმონათისა და ტარას დიდი ოდენობა ამოიღეს. 

გამოძიება სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში