''აქციაზე მოვედი როგორც დედა'' - მაკა ჩიჩუა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდა

31 მაისი 2018, 00:00 4867 ნახვა

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ზაზა სარალიძის მამა და მისი ახლობლები მართავენ, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა.

როგორც მაკა ჩიჩუამ განაცხადა, ის აქციის მონაწილეების და გარდაცვლილის მამის გვერდითაა.

„მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ვფიქრობ, რომ ამ უსამართლობის განცდამ მოიცვა სრულიად საქართველო. ტელევიზორთან ვიჯექი და ვეღარ ვძლებდი. ორი პატარა მყავს იცით და მათთან ერთად ვიყავი. დუშეთში ვცხოვრობ და ძნელი იყო ჩემთვის ახლა უცებ ასე სპონტანურად გამოქცევა, მაგრამ ვერ გავძელი ნამდვილად და მე ვარ იმ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში, თქვენს გვერდით, ის ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ ზაზა სარალიძის მიმართ.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტის პოზიცია დაფიქსირდა, ზაზა სარალიძე იყო გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„მე პოლიტიკური მხრიდან ვერ განვიხილავ და ამ ჭრილში ვერ ვილაპარაკებ, როგორც დედამ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ შემიძლია პოზიცია დავაფიქსირო“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში