ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

31 მაისი 2018, 00:00 2028 ნახვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობას გადადგომისკენ, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისა და გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

„მადლობა პრეზიდენტს, ერთადერთ ადამიანს მმართველი გუნდიდან და მთავრობიდან, რომელიც გვერდით დამიდგა. მინდა თხოვნით მივმართო გიორგი მარგველაშვილს, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით“, – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს, თუმცა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელები კვლავ დაუსჯელი რჩებიან.

ამასთან, მან აქციაზე მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

„ჩვენ დავანგრევთ სისტემას, მივმართავ სისტემის უკან მდგომ კვირიკაშვილს მთავრობას – ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. თქვენ ხედავთ სისტემას მფარველები ყავს. დავტოვოთ სკამებზე ისინი, რომლებიც დღეს არა მარტო მე, არამედ თქვენ დაგცინიან? გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზაზა სარალიძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში