ველოდები შემდეგ განაცხადებას პრემიერის გადადგომაზე - ზაზა სარალიძე

01 ივნისი 2018, 00:00 2173 ნახვა

''ისევ სურთ, რომ მოგვატყუონ - ამის შესახებ განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ,  პარლამენტის წინ გააკეთა. ზაზა სარალიძე პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ გახარიას უწყება გამოიძიებს ამ საქმეს. ორი თვის წინ მე მივმართე ბატონ გახარიას,  მინდოდა მასთან შეხვედრა და  ჩემი ეჭვების გაზიარება. მან მე არ მომისმინა და არც მიმიღო. ვენდო გახარიას უწყებას, ვენდო? ველოდები შემდეგ განაცხადს პრემიერ- მინისტრის გადადგომაზე. მათ ისევ სურთ,  რომ ჩვენ მოგვატუყონ. გადაგეს პრემიერი დაიშალოს მათი სისტემა. ‘’ - განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა.

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით ბრიფინგი კანცელარიაში გამართა. პრემიერმა განაცხადა, რომ პროცესებს გააკონტროლებს და საქმეს პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალვე გადაიბარებს. 

ამავე კატეგორიაში