''კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს'' - ხორავას ქუჩაზე მოკლულის დედა

01 ივნისი 2018, 00:00 1605 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ, დღეს სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა, რომ ამ ტრაგედიას არ ყავს დაზარალებული და დამნაშავეები, რადგან ყველა დავმარცხდით დიდი ბოროტების წინაშე. 

„ადამიანი, რასაც აკეთებს, ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. ეტყობა, ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშავრები ხორავას ქუჩაზე. საერთოდ, ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე, აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ" - თქვა დადუნაშვილის დედამ, - "ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“.

ამავე კატეგორიაში