უფასო პირადობის მოწმობის მისაღებად ბათუმში იუსტიციის სახლში რიგებია

01 ივნისი 2018, 00:00 3239 ნახვა

რიგები და გაუკონტროლებელი სიტუაცია ბათუმის იუსტიციის სახლში. დღეს სამინისტრო არასრულწლოვნებს პირადობის მოწმობებს უფასოდ უბეჭდავს. მსურველებმა განაცხადი დღეს, იუსტიციის სახლში, 18 საათამდე უნდა შეავსონ,  თუმცა მსურველების რაოდენობა დიდია და ისინი  პირადობის უფასოდ მიღების აქციის გაგრძელებას ითხოვენ.

 მოქალაქეები შიშობენ, რომ  დროის სიმცირის გამო,პირადობის უფასოდ მიღების აქციაში ვერ ჩართვებიან.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნები  პირადობის მოწმობებს უფასოდ იღებენ. აქცია  იუსტიციის მინისტრის ინიციატივით იმართება.

ავტორი: თეკლა მჭედლიძე

ამავე კატეგორიაში