რყევები და ხმაური ბარცხანის ხიდზე

01 ივნისი 2018, 00:00 5036 ნახვა

დაბზარული ხიდი და რყევა ახლომდებარე სახლებში – ბარცხანის ხიდთან მცხოვრებლები შესაძლო რისკებთან ერთად, გაუსაძლის ხმაურზე საუბრობენ. ამ ფონზე უხდებათ გაკვეთილების მოსმენა მოსწავლეებსაც, რომლებიც რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარე სკოლაში სწავლობენ.

ეს განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქალაქის მთავარ შემოსასვლელთან ესტაკადის მშენებლობა დაიწყო და ამ ხიდმა დროებით ქალაქიდან გასასვლელად შეუცვლელი ფუნქცია შეიძინა.

სწორედ ამ ესტაკადის დასრულების შემდეგ გეგმავს ბათუმის მერია ამორტიზებული ხიდის გამაგრებას. ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ უკვე აქვთ პროექტი და ექსპერტიზის დასკვნა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში