მოსამართლე: ''ბრალდებული თავდასხმის მოტივს არ ან ვერ ასახელებს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის''

04 ივნისი 2018, 00:00 2038 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ლიფტში ქალზე 60-მდე ჭრილობის მიყენება ედება ბრალად.

დანაშაულში ბრალდებულ გ. ჩ. ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავს. დაცვის მხარე, 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გამოშვებას ითხოვდა. 

მოსამართლემ ​დაცვის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.  მან განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში, ბრალდებული ვერ ან არ ასახელებს თავდასხმის მოტივს, ეს კი უფრო საშიშს ხდის მას საზოგადოებისთვის.

"გამოკითხვის ოქმში, ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის,  ის რჩება წინასწარ პატიმრობაში" - განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.  

სახაზინო ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულის ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვა.

განახლებული:
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში