ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა

04 ივნისი 2018, 00:00 2452 ნახვა

ტოჩინოშინი , იგივე ლევან გორგაძე თბილისშია. მას ოჯახის წევრები და ქომაგები თბილსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. ისინი ცნობილ სუმოისტს წარმატებულ ასპარეზობასა და ოძეკის ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.  

ქართველ სუმოტორს ოძეკის სტატუსი უკვე ოფიციალურად მიანიჭეს. ოძეკი ქართულად   ჩემპიონს ნიშნავს და  იგი იოკოძუნას ანუ უძლეველი ჩემპიონის შემდეგ,  სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდებაა. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოტორია, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო. 

ამავე კატეგორიაში