მილიონ-ნახევარზე მეტი ბულვარის ველობილიკისთვის

04 ივნისი 2018, 00:00 4906 ნახვა

მილიონნახევარ ლარზე მეტი ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის – ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი ვინ მოიგებს ტენდერს. “ბულვარის ადმინისტრაცია” მის ტერიტორიაზე არსებული ბილიკის სრულ მოწესრიგებას და განახლებას გეგმავს.

პროექტი “ალი და ნინოს” სკულპტურიდან ამფითეატრამდე მონაკვეთს მოიცავს. გათვალისწინებულია ფილების ბეტონის საფარი ჩანაცვლება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ხელახლა შეღებვა. სამუშაოები ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს და 2019 წლის იანვარში დასრულდეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში