შეჩერებული პროექტი ბულვარში და დაპირისპირება ფოტოატელიეს გარშემო

05 ივნისი 2018, 00:00 1832 ნახვა

საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ ბათუმის მერმა იმ იდეის განხორციელება შეაჩერა, რომლის დამტკიცებაც დეპუტატებს თავად სთხოვა.  ლაშა კომახიძის განცხადებით, ძველ ბულვარში ფოტოატელიის ირგვლივ სივრცის მოწყობის კონცეფცია გადაიხედება.

“სინთეზის” სახელით ცნობილი იდეის ერთპიროვნული მხარდაჭერისა და შეუთანხმებლობის წინააღმდეგ თავიდანვე წავიდა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე ტერიტორიაზე მუზეუმის მოწყობას გეგმავს.


არაერთგვაროვანია თავად ფოტოგრაფების დამოკიდებულებაც. ცნობისთვის იდეის ავტორი ამავე ატელიეში მრავალწლიანი სტაჟის მქონე ფოტოგრაფია. ერთადერთი რაზეც ყველა მხარე თანხმდება შემდეგია  – ისტორიული ატელიეს შენობას რესტავრაცია ესაჭიროება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში